ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებმა, კონკურსის ფარგლებში, სათაფლიის მღვიმის მიმდებარე ტერიტორია დალაშქრეს და საინტერესო ფოტომასალა მოაგროვეს
27-05-2025

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი.

ამჟამად, მოსწავლეები მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობენ, რომლის ფარგლებშიც სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, ეკოკლუბის წევრები - ნინო ფერაძე და ანასტასია მამრიკიშვილი კლუბის ხელმძღვანელ ნინო გაბადაძესთან ერთად, მიწვეულნი იყვნენ შემეცნებით შეხვედრაზე სათაფლიის მღვიმეში.

მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები, კონკურსში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. მათ ერთად დალაშქრეს მიმდებარე ტერიტორია და საზოგადოებას საინტერესო ფოტომასალა შესთავაზეს. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას და ბევრ ახალ შემეცნებით ეკოთავგადასავალს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203