წითელი ხალიჩა, საზეიმო მსვლელობა, ოვაციები -საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიიდან მე-12 კლასელები გრანდიოზულად გააცილეს
22-05-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიას არაერთი წარმატებული და ღირსეული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობებაც დირექციისა და პედაგოგებისთვის სასიხარულოსთან ერთად, სევდანარევია

20 მაისს, თამარ მეფის გიმნაზიაში კიდევ ერთხელ დაირეკა „ბოლო ზარი“.

ტრადიციისამებრ კურსდამთავრებულები (დამრიგებელი მაია ნამორაძე) ტაძარში შეიკრიბნენ. გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა.

პარაკლისზე თავად კურდამთავრებულები გალობდნენ. პარაკლისის დასასრულს მამა მირიანმა დალოცა კურსდამთავრებულები, მიულოცა გიმნაზიის დამთავრება და მათი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი, ამაღლებული და მადლიანი განწყობა სუფევდა ირგვლივ.

შემდეგ იყო გამოსაშვების სიმბოლოს - მანტიის ქუდების მორგების ცერემონიალი, რომელიც მოსწავლეებს მამა მირიანმა და ფოფოდია ნანამ გადასცეს.

ქუჩების ალმებით საზეიმო შემოვლეს შემდეგ კი იყო წითელი ხალიჩა, ძალიან ბევრი წითელი ვარდი და უმცროსკლასელების ოვაციები.

გაიხსნა რიგით მეხუთე ვარსკვლავი, ამჯერად მოსწავლეების სლოგანი იყო „მომავალი ჩვენია“... შემდეგ იყო ტორტის გაჭრა და ნომინაციების მინიჭება.

ამის შემდეგ, კურსდამთავრებულებმა გადაინაცვლეს სცენაზე, სადაც წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება. განვლილი წლები გაიხსენეს და კურსდამთავრებულებს მიესალმნენ მათი პირველი მასწავლებლები: ბელა ოქრიაშვილი და მაია ხორბალაძე, დამრიგებელი მაია ნამორაძე, ხარისხის სამსახურის მენეჯერი მაყვალა ანთაძე, დირექტორის მოადგილე, სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანა (ციცინო) ანთაძე. 

გიმნაზიის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ კურსდამთავრებულებს ამ ლამაზი 12 წლის დასრულებას და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებულ მოღვაწეობას....

უფლისა და სამშობლოს სიყვარული, ტოლერანტობა, ადამიანობა - ამ ღირებულებების მატარებელი მოსწავლეები ტოვებენ გიმნაზიას....

ბოლო ზარის ოგანიზებას უწევდა დირექტორის მოადგილე, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი იოსებ აფაქიძე, ტექნიკურ უზრუნველყოფას წარმართავდა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი გიგა ნაკაშიძე.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203