ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტს სტურმობდნენ
27-05-2025

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან და ამ მიზნით არაერთ აქტივობას სთავაზობენ. 

6 მაისს, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები, ბიოლოგიის მასწავლებლის დარეჯან კუჭუხიძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) მედიცინის ფაკულტეტს ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები იმყოფებოდნენ უნივერსიტეტის სამედიცინო კორპუსში, სადაც მოისმინეს ამომწურავი და საინტერესო ინფორმაცია სამედიცინო ფაკულტეტის შესახებ. ასევე მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ აქტივობებში: გაეცნენ სხვადასხვა ტიპის მულაჟებზე მუშაობას, შეისწავლეს წნევის გაზომვის, პულსის განსაზღვრისა და სისხლის აღების პროცედურები.

ინტერაქტიული და პრაქტიკული ნაწილი წარადგინა პუნმოლოგმა გიორგი მღვდელაძემ, რომელმაც, თავის მხრივ, დეტალურად და ამომწურავად გააცნო მოსწავლეებს სამედიცინო სფეროს სპეციფიკა.

სკოლაში მადლობას უხდიან ბატონ გიორგი მღვდელაძეს თბილი მასპინძლობისა და საინტერესო შეხვედრისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203