
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მორიგი შთამბეჭდავი გასვლითი აქტივობა მოეწყო.
სკოლა-გიმნაზიის მე- 6ბ კლასის მოსწავლეები,დამრიგებლის - სალომე ნოზაძის ხელმძღვანელობით, სასწავლო-შემეცნებითი პროგრამის ფარგლებში, ჩარგალს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი მოინახულეს და ბუნების მგოსნის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.
მოსწავლეებისთვის ვაჟა-ფშაველას მემორიალური ნივთების დათვალიერება მეტად საინტერესო და ამაღელვებელი აღმოჩნდა. სამახსორვო ფოტოებიც გადაიღეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: