საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა „თბილი ბარათები“ მშობლებს და საინტერესო აქტივობა - „ოჯახის მზე“
27-05-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები სულიერ ღირებულებებსა და ქართულ ტრადიციებზე იზრდებიან. რა თქმა უნდა, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა ოჯახის სიწმინდის დღე. 

თარიღთან დაკავშირებით, სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ნარგიზა შელიას ხელმძღვანელობით, რამდენიმე აქტივობა განახორციელეს.

აღსანიშნავია საინტერესო აქტივობა „ოჯახის მზე“ - თითოეულმა მოსწავლემ დახატა თავისი ოჯახის წევრები, - ეს ყველა პატარა „სხივი“ ერთ დიდ მზედ ერთდება. 

ასევე, დაამზადეს ხელნაკეთი ბარათები და დაწერეს რას აფასებენ მშობლებში და ყველაზე ძვირფას და საყვარელ ადამიანებს „თბილი ბარათი“ მიუძღვნეს. მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს ვიდეორგოლი - „რატომ მიყვარს ჩემი ოჯახი“. 

აქტივობები მოსწავლეებისთვის საინტერესოსთან ერთად, მეტად შემენებითი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203