საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „მწვანე მომავალი“, რომლის წევრებიც მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და არაერთ ეკოაქტივობაში არიან ჩართულნი.
ახლახან, თამარ მეფის სკოლა გიმნაზიის ეკოკლუბის ინიციატივით დაიგეგმა საინფორმაციო ვიზიტი თევზსაშენ მეურნეობაში.
მოსწავლეებმა გაიცნეს თევზსაშენი მეურნეობის საქმიანობა. გაიგეს თუ რა ჯიშის თევზს ამრავლებენ და რა რაოდენობის პროდუქტს აწარმოებენ. წლის განმავლობაში, რა დაავადებების გადამტანი არიან და როგორ ხდება მათი მკურნალობა.
შეხვედრა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: