„მარტოობის თემა მუსიკასა და ქართულ ლიტერატურაში“ - ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებს ორი საგნის ინტეგრირებით შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარდათ
23-05-2025

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვნებით გამოირჩევა და მიმართულია მოსწავლეთა მოტივირებასა და მრავალმხრივ განვითარებაზე. 

7 მაისს, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის VIII კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - „მარტოობის თემა მუსიკასა და ქართულ ლიტერატურაში“. სასწავლო პროცესს პედაგოგები - რუსუდან აბაშიძე და მაკა სართანია, ხელმძღვანელობდნენ, რომელთაც მე-8 კლასელების საინტერესო აქტივობები შესთავაზეს. 

საგაკვეთილო პროცესში მოხდა ერთ საკითხთან მიმართებით სხვადასხვა საგნის ინტეგრირების არეალის გამოკვეთა.

მოსწავლეებმა შეძლეს მოსმენილ მუსიკალურ ნაწარმოებში მარტოობის სახეების ამოცნობა, მოსმენილი მუსიკალური ფრაგმენტების გაანალიზება და წყვილებში მუშაობით მოსმენილ მუსიკალურ ნაწარმოებებში მუსიკის გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა და ცხრილის შევსება. აგრეთვე ქართული და უცხოური ლიტერატურიდან, ფილმებიდან და ცხოვრებიდან გაიხსენეს მარტოობის თემასთან დაკავშირებული მაგალითები, გააანალიზეს და შეაფასეს პერსონაჟების ემოციები, განწყობა, განცდები, გამოხატეს პირადი დამოკიდებულება ადამიანის ცხოვრების, სულიერი მდგომარეობის შესახებ. მოყვანილი არგუმენტები ცხრილის გამოყენებით დაუკავშირეს მუსიკალურ ნაწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო პროცესში ჩართული იყო სკოლის ფსიქო-სოციალური სამსახურის მუშაკი თამარ ჯანგიანი. საგანთა ინტეგრირება მოსწავლეებს დაეხმარა საკითხის ღრმად და მრავალმხრივად გააზრებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203