„გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - მაკვანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და საინტერესო შემოქმედებითი აქტივობა 
22-05-2025

დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ და მოსწავლეებს ამ მიმართულებით არაერთ ღონისძეიბასა და აქტივობას სთავაზობენ. 

რა თქმა უნდა, სკოლაში აღინიშნა დედამიწის დღე. მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას მე-2 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მანანა დოლიძის ხელმძღვანელობით შეუერთდნენ და შემოქმედებითი აქტივობა შეასრულეს. პედაგოგი ბავშვებს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და პატარებს შეახსენა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203