არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივირებაზე.
პედაგოგები განსაკუთრებით პირველკლასელთა სასწავლო შემართებაზე ზრუნავენ და პატარებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევ აქტივობებს სთავაზობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, ხელოვნების გაკვეთილზე პირველკლასელთა შესრულებული აქტივობა - „დედა ენა ერთია, დედა ენა ღმერთია“, რომელიც მოსწავლეება დიდი პასუხისმგებლობით შეასრულეს.
აქტივობის მიზანი იყო ქართული ენის სილამაზის ხაზგასმა, რასაც პატარებმა წარმატებით გაართვეს თავი.
აქტივობა მოსწავლეებს მასწავლებელმა, ხათუნა გორდელაძემ შესთავაზა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობებით ანებივრებს.
იხილეთ ფოტოები: