
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოა.
მოსწავლეები დიდი მონდომებით ასრულებენ შემოქმედებითი ბუნების დავალებებს და საინტერესო ნამუშევრებსაც ქმნიან.
პირველკლასელებმა ქართული ენის სახელმძღვანელო სწორედ კომპლექსური დავალებით დაასრულეს. დავალების თემა გახლდათ - „წელიწადის დროები“, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა წელიწადის სხვადასხვა სეზონის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენები ნახატებში აღწერეს და სეზონური ცვლილებები უკეთ გაიაზრეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: