ტოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, საინტერესო ლექცია და ფილმის ჩვენება მოეწყო 
22-05-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით.  რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

შესაბამისად, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა 9 მაისი- ფაშიზმზე გამარჯვების დღე. 

თარიღთან დაკავშირებით, ბავშვებმა უყურეს ფილმს - „ღიმილის ბიჭები“, ასევე გაეცნენ ისტორიულ ფაქტებს, ისაუბრეს მე-2 მსოფლიო ომის გამომწვევ მიზეზებზე და გაიაზრეს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების მნიშვნელობა.

სკოლაში თემასთან დაკავშირებით საინტერესო ლექციაც გაიმართა, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...