2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში 30 300-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - სტატისტიკას EMIS აქვეყნებს
22-05-2025

2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში ბოლო მონაცემებით 30329 მოსწავლეა დარეგისტრირებული. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით საყოველთაო რეგისტრაციის ფარგლებში 3 საათში 10336 მოსწავლეა დარეგისტრირებული. ჯამში პირველკლასელებისთვის 20484 თავისუფალი ადგილი იყო გამოყოფილი. 

შეგახსენებთ, რომ პირველკლასელთა მესამე საყოველთაო რეგისტრაცი17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.  რომლის დასრულების შემდგომაც მეოთხე ეტაპი დაიწყება.

როგორ გადაამოწმოთ სასურველ სკოლაში დაარეგისტრირეთ თუ არა პირველკლასელი - დეტალური ინფორმაცია

IV ეტაპი - ამ ეტაპზე განხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა განსაზღვრულია 2025 წლის 30 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით.

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე მეოთხე ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციას საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.

პირველ კლასში თავისუფალი ადგილები სკოლების მიხედვით - სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...