ნაბახტევის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა 
22-05-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ კიდევ ერთხელ საზეიმოდ დაირეკა.

სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს და წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს. 

დევიზით -„გზა დაგვილოცეთ“ კურსდამთავრებულები სკოლაში თეთრი მაისურებით გამოცხადდნენ და პერანგებზე ერთმანეთს სამახსოვრო წარწერები და საუკეთესო სურვილები დაუტოვეს.

ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მთელმა სკოლამ მიულოცა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ - ბარბარე ნოზაძე (Vკლ.), ბარბარე მაისურაძე (VI კლ), ანანო კურტანიძე (VI კლ.), მარიამ ხუციშვილი (VI კლ.), ნუკი მჭედლიძე (VIII კლ.) და მე-8 კლასის ხელმძღვანელი და იმავდროულად მუსიკის პედაგოგი მაია რიჟამაძე.

ღონისძიებაზე შესრულდა სიმღერა დ არაერთი საცეკვაო ნომერი. კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და სამადლობელი სიტყვებით მოეფერნენ კლასის დამრიგებელს - ლიანა მინდიაშვილსა და პედაგოგებს. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

იხილეთ ვიდეოს ბმული:

იხილეთ ვიდეოს ბმული:

იხილეთ ვიდეოს ბმული:

იხილეთ ვიდეოს ბმული:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203