ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალებებს მოსწავლეები ხალისითა და დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ.
აღსანიშნავია, პირველი კლასის მოსწავლეთა კომპლექსური დავალება თამაზე - „მოძრაობა და ძალა“.
დავალება მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. ბავშვებმა იპოვეს იაკობ გოგებაშვილის დატოვებული საგანძური მინიშნებების მიხედვით.
კომპლექსური დავალება მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილისთვის შეასრულეს. აქტივობა მოსწავლეებს პედაგოგმა ვარა გალიბინმა შესთავაზა.
იხილეთ ფოტოები: