გომბორის საჯარო სკოლამ 86-ე თაობა საზეიმოდ გააცილა
22-05-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

20 მაისს სკოლამ 86-ე გამოშვება გააცილა.

სკოლაში ლამაზი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა. სკოლის მოსწავლეები მე-12 კლასელებს საინტერესო მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით გამოემშვიდობნენ. 

ახალგაზრდებმა კი სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დირექტორმა და პედაგოგებმა კი აღზრდილებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და ბედნიერი მომავალი უსურვეს. 

„გომბორის სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულებას. ძვირფასო მე-12 კლასელებო, გისურვებთ ცხოვრების ეს ახალი ეტაპი ცოდნისა და განვითარების მრავალი შესაძლებლობით, გამოწვევებით, წარმატებული ნაბიჯებით იყოს დატვირთული. თითოეული თქვენგანი უნიკალურია, უსაზღვრო შესაძლებლობებით, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ხართ ამ სამყაროსთვის, ყოველთვის გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, იყავით ღირსეული კეთილშობილი ადამიანები და მიჰყევით თქვენს ოცნებებს. გილოცავთ „ბოლო ზარს“!- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა აქტიურ გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...