საზეიმო „ბოლო ზარი“ და ემოციური გამოსამშვიდობებელი ღონისძიება წნორის N1 საჯარო სკოლაში
22-05-2025

20 მაისს საქართველოს სკოლებში „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობებაც დირექციისა და პედაგოგებისთვის დიდ სიხარულთან ერთად, სევდანარევია

ემოციური იყო „ბოლო ზარის“ დღე წნორის N1 საჯარო სკოლაში. ლამაზად მორთული საკლასო ოთახი და გოგო-ბიჭების ჟრიამული კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებდა Xll კლასელების სკოლაში ყოფნის ბოლო დღეს.

მე-12 კლასელები სკოლაში თეთრი პერანგებით გამოცხადდნენ და სურვილები გაცვალეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და დირექციასა და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გდაუხადეს. 

სკოლა ერთ-ერთ წარმატებულ კლასს დაემშვიდობა და უსურვა ბევრი წარმატება და სიხარული ცხოვრების ახალ ეტაპზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203