საზეიმო „ბოლო ზარი“ და ემოციური გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში
22-05-2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

ეს დღე სასკოლო საზოგადოებისთვის ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო.

გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს, დადგეს სახალისო ნომრები და სკეტჩები, დასასრულს კი დირექციასა და მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და სკოლაში სევდანარევი სიხარული დაატრიალა. 

დირექტორმა და პედაგოგებმა კურსდამთავრებულებს მამართეს, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცეს და სკოლიდან ემოციური და სიყვარულით აღსავსე სიტყვებით გააცილეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203