ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილეს.
წელს სკოლა რვა მე-12 კლასელმა დაამთავრა. ახალგაზრდები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს და წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს.
გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და საყვარელ პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. იყო ზღვა ემოცია და სევდანარევი სიხარული.
დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს მიმართეს და ნათელი მომავალი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვებს. აღნიშნეს, რომ მათ დიდი გულშემატკივრებად რჩებიან და აღზრდილებს მთელი ცხოვრების მანძილზე მხარდაჭერა აღუქვეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: