ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლის კურსდამთავრებულებმა ღია ცისქვეშ დაუვიწყარი ღონისძიება მოაწყვეს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო.
მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, პედაგოგებს და მშობლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
მე-12 კლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა და კლასის დამრიგებელმა, სრაპ გაბრიელიანმა მასწავლებლებმა და მშობლებმა მიულოცეს და წარმატებები, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება და ნათელი მომავალი უსურვეს.
ღონისძიების დასასრულს სკოლის 30-ე საიუბილეო გამოშვების კურსდამთავრებულებმა სურვილები ჩაუთქვეს და ცაში თეთრი მტრედები და ბუშტები გაუშვეს. ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი სრაპ გაბრიელიანი.
სასკოლო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს დღე მე-12 კლასელებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექცია.
იხილეთ ფოტოები: