ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას მოსწავლეებსაც ასწავლიან.
სწორედ სითბოს, სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვას ემსახურებოდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მოსწავლეება საყვარელ ქალბატონებს დღესასწაული დიდი ზარ-ზეიმით მიულოცეს და დედებსა და პედაგოგებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს, მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები და შენოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: