თბილისის N53 სკოლის მოსწავლეებმა ზოოპარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა შეასრულეს
22-05-2025

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გასვლითი ღონისძიებაც. 

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მე-2 კლასელები თბილისის ზოოპარკს ესტუმრნენ და პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა შეასრულეს.

ბავშვებმა ზოოპარკის ბინადარი ცხოველებიც მოინახულეს და მათი ცხოვრების წესს გაეცნენ.

ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და პირობა დადეს, რომ დაიცავენ და მოუფრთხილდებიან ბუნებას. 

​იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203