აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებითა თუ აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადრების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები თუ დღესასწაულები.
მათ შორის სკოლაში სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობით აღინიშნა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
მათ შორის მე-2 კლასელებმა უყურეს ანიმაციურ ფილმს - „აღდგომა“ და ორიგინალურად მოხატეს ხელოვნური დეკორატიული კვერცხები.
აქტივობები მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: