ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს 
22-05-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მათ ქვეყნის კულტურის, ისტორიის, სახელოვანი წინაპრების პატივისცემას ასწავლიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

შესაბამისად სკოლაში ეროვნული სამოსის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. III კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელ შორენა ჩაფიძესთან ერთად სკოლაში ეროვნული სამოსით გამოცხადდნენ.

ასე ჩაცმულები ამაყად და ბედნიერად გრძნობდნენ თავს. ისაუბრეს სხვადასხვა კუთხის სამოსზე. 

სკოლის დირექტორმა, მაკა გუბელაძემ, აღნიშნა, რომ სკოლას რამდენჯერმე აქვს მსგავსი აქტივობა განხორციელებული და ყველა ჯერზე ის ეროვნული სამოსის პოპულარიზაციასა და მომავალ თაობებში პატრიოტული გრძნობების აღზრდას ემსახურება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...