ზემოსურების საჯარო სკოლამ შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიებით დაულოცა გზა მოსწავლეებს
22-05-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ზემოსურების საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ, შესძინონ მათ ისეთი უნარები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე. 

ახლახან მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, მე-4 კლასელები კი პირველ დამრიგებელს ემშვიდობებიან - ესაა ერთი დიდი თავგადასავლის დასასრული და ახლის დასაწყისი, რომელსაც მოსწავლეები ემოციური ღონისძიებით შეხვდნენ.

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგმა- თეა კვასტიანმა გაუწია. მასწავლებლის რამდენიმეკვირიანმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო - ღონისძიებამ ბრწყინვალედ ჩაიარა და სოფლის თემის დიდი მოწონება დაიმსახურა. მან სამადლობელი წერილი მიიღო მშობლებისა და მასწავლებლებისაგან, ხოლო სიგელი დირექტორისაგან.

„კიდევ ერთი მეოთხე და მეთორმეტე კლასი დაფრთიანდა ზემო სურების საჯარო სკოლის კედლებში. დაწყებითი კლასის მასწავლებელ თეა კვასტიანის ორგანიზებული ლამაზი ღონისძიების ფონზე მეოთხე კლასის მოსწავლეებმა და მათმა პატარა მეგობრებმა შესანიშნავად იმღერეს, იცეკვეს და წაიკითხეს ლექსები.

ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს გაწეული შრომისა და იმ საინტერესო სამყაროს შექმნისათვის, რომელიც ზემოსურების საჯარო სკოლაში სუფევს. სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა გზა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს ჩვენს კურსდამთავრებულებს. დაწყებითი კლასის მასწავლებელმა მანანა ბარამიძემ სიგელებით დააჯილდოვა პირველკლასელები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე სიგელებით დაჯილდოვდნენ მე-4 კლასელებიც. 

ემოციური იყო საყვარელ მოსწავლეებთან დამშვიდობება პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის - არადა თითქოს გუშინ შეაბიჯეს ამ მოსწავლეებმა წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში, სადაც  მასწავლებლების პროფესიონალიზმი ამდენი წელი უწევდათ მეგზურობას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203