„გაზაფხული, მზე და ყვავილები“ - წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
22-05-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-5 კლასში, დამრიგებლის - მაია  აბულაშვილის ხელმძღვანელობით გამართული შთამბეჭდავი ღონისძიება სახელწოდებით - „გაზაფხული, მზე და ყვავილები“. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს, იმღერეს ფანდურსა და გიტარაზე. მოსწავლეებმა კლასში ზღაპრული განწყობა დატრიალეს და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.

ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო და სახალისო. ზეიმს ესწრებოდნენ ამავე სკოლის პედაგოგები და დირექცია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...