
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა და წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცა.
20 მაისს, მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება.
ღონისძიებაში მთელი სკოლა აქტიურად იყო ჩართული.
მონაწილობდნენ როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, რომელთაც წარმოადგინეს მრავალფეროვანი ნომრები. მე-12 კლასელებმა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს, ზოგიერთი მათგანი გააცოცხლეს და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
ურავის საჯარო სკოლასთან ერთად, ერთ სივრცეში ლიხეთის საჯარო სკოლამაც აღნიშნა „ბოლო ზარი“, რადგან სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს დროებით ურავის საჯარო სკოლა მასპინძლობს.
აღსანიშნავია, რომ წელს როგორც ურავის ისე და ლიხეთის სკოლებს 2-2 მე-12 კლასელი ჰყავდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო