ყვარლის N2 საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე გაიხსნა
22-05-2025

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში ინოვაციური განათლების ხელშეწყობისა და საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით, STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე გაიხსნა.

მოსწავლეები მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებასა და მათემატიკას ინტეგრირებით ერთ სივრცეში შეისწავლიან. მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა ინტერაქტიური და პრაქტიკული სწავლების გზით განავითარონ კვლევითი, შემოქმედებითი და ტექნიკური უნარები.

გახსნის ღონისძიება სკოლაში საინტერესოდ წარიმართა. მოეწყო მოსწავლეთა ხელით აწყობილი რობოტებისა და სხვადასხვა მექანიზმების გამოფენა. მოსწავლეებმა მოამზადეს მოკლე პრეზენტაციები, სადაც არზერეს მათი პროექტის მიზანი.

წარმოდგენილი იყო პროგრამირებადი რობოტები, სენსორებით მართვადი მოწყობილობები, მინიატურული კონსტრუქციები და სხვა ტექნოლოგიური ინოვაციები.

ახალი სამუშაო სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ლაბორატორიული მოწყობილობებით, რაც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ რეალურ საპროექტო საქმიანობაში, განავითარონ პრობლემის გადაჭრის უნარი, გუნდური მუშაობის კულტურა და ტექნოლოგიური აზროვნება.

STEAM სივრცის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სკოლაში ინოვაციური განათლების განვითარებისთვის. ის ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისადმი და მათ მზადყოფნას მომავლის პროფესიებისთვის.

აღსანიშნავია, რომ STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროექტის  ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი (I2Q პროექტი) ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 200 საპილოტე სკოლაში ეტაპობრივად ინერგება

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმული:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...