
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
8 მაისს, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის Vბ კლასის მოსწავლეები, მასწავლებლების - დარეჯან კუჭუხიძისა და რუსუდან აბაშიძის ხელმძღვანელობით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. კოკოჩაშვილის სახელობის ზოოლოგიის მუზეუმს ეწვივნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი, მოისმინეს ბიოლოგიის დოქტორის - თამარ ჭეიშვილის საინტერესო ლექცია მუზეუმში დაცული საოცარი ექსპონატების შესახებ და ცოდნა გაიმდიდრეს.
ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე. ლექცია კი ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო, რისთვისაც ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მას დიდ მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
იხილეთ ფოტოები: