ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რუსთაველის უკვდავი პოემის გმირები გააცოცხლეს და შთამბეჭდავი წარმოდგენა დადგეს.
6 მაისს, სკოლაში, Xბ კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მაია ჩეჩელაშვილის ხელმძღვანელობით, მუსიკისა და ხელოვნების პადაგოგების - რუსუდან აბაშიძისა და ლიკა ჯაფარიძის ჩართულობით, გამართეს წარმოდგენა - „ისტორიული „ვეფხისტყაოსანი“.
სპექტაკლით კარგად წარმოჩინდა პოემის ცალკეულ ეპიზოდებში გამოვლენილი ერთგვარი ანარეკლი იმ ისტორიული მოვლენებისა, რომელიც საქართველოს სამეფო კარზე მე-12 საუკუნეში წარიმართა.
მოსწავლეებმა საუკეთესოდ გაითავისეს როლიები და შექმნეს სასიამოვნო გარემო მაყურებლისათვის.
იხილეთ ფოტოები: