აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა და წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცა.
20 მაისს, მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდა XII კლასის დამრიგებელი ლია ცერცვაძე.
ღონისძიება იყო მეტად ემოციური და ამაღელვებელი და არაერთი საზეიმო ნომერი გააერთიანა.
მოსწავლეებმა ლექსებით მადლობა გადაუხადეს სკოლის მასწავლებლებს მათ აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის. ჩაატარეს კონკურსი მასწავლებლების მონაწილეობით, რომელმაც
დიდი მოწონება დაიმსახურა. შესრულდა ულამაზესი ცეკვები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მათ მიერ მომზადებული სკეტჩები, სიმღერები .
ქეთევან მეფარიშვილმა და გიორგი შანიძემ შეასრულეს ულამაზესი სიმღერები ფანდურზე. სლაიდ შოუმ მაყურებელი ბავშვების ცხოვრებაში ამოგზაურა. კლასის დამრიგებელმა მოსწავლეებს სხვადასხვა ნომინაციებში სიგელები გადასცა.
ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა, ციალა ძნელაძემ, რომელმაც მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა, ნათელი მომავალი და ცოდნის მწევრევალების დაპყრობა უსუსრვა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
იხილეთ ბმული