ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.
20 მაისს მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
დირექციამ და პედაგოგებმა კურსდამთავრებულებს წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
მოსწავლეებმა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გამართეს, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს. დადგეს სკეტჩები, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და საყვარელ პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული.
სასკოლო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დღე მათთვის მთელი ცხოვრება სასიამოვნო მოგონებად დარჩეს.
იხილეთ ფოტოები: