20 მაისს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
წელს სკოლა სამმა მე-12 კლასელმა დაასრულა. სკოლიდან ახალგაზრდები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული.
მოსწავლეებმა დირექციასა და პედაგოგებს შრომისა და ამგისთვის მადლობა გადაუხადეს და სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს.
დირექტორმა და პედაგოგებმა კი ახალგაზრდებს წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს და ბედნიერი მომავალი უსურვეს.
„დიმიტრი სვანიძე, მარიამ სანთელაძე მარიამ ჭიღვარია ხვანჭკარის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალ ეტაპზე გადასვლას! წინსვლა და წარმატებები, ჩვენო საყვარლებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაფასებისა და გულითადი მოლოცვისთვის.
იხილეთ ფოტოები: