გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი სასწავლო-შემეცნებითი ტური
22-05-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო. 

ექსკურსიის I დღე ცხრაჯვარის, შაორის, ნიკორწმინდას მონახულებას დაეთმო. ექსკურსიის II დღეს მოსწავლეები ჭელიში, საყინულესა, ხოტევში იმყოფებოდნენ.  III დღეს კი ბარაკონს, სიყვარულის ჩანჩქერს, შაორს, გოგნის კარუგდებელსა და მწვანე მონასტერს სტუმრობდნენ. 

გასვლითი ტური მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი და შემეცნებითი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გაატარეს და სასიამოვნო ემოციებით, ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართევენ ექსკურსიებს როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და დიდი ინტერესით გამოირჩევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...