
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. ახალგაზრდებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა ღია ცის ქვეშ დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი ეპიზოდები კი გააცოცხლეს. კურსდამთავრებულებმა დირექცია და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. იყო ზღვა ემოცია და სევდანარევი სიხარული.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს და წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს.
„მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს! თამარ გორგაძესა და იამზე პაქსაძეს. მადლობა კლასის დამრიგებელს! ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ულევი წარმატება ცხოვრების განსხვავებულ გზებზე! დიდი სიყვარული და მადლობა ჩვენი სოფლის თემს, ასევე თემის უხუცეს წარმომადგენელს - ბაბუას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა დიდ გულშემატკივრებად რჩებიან.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: