წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ავთანდილ ჩანდიშვილმა და დავით კილაძემ ძალოსნობის ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს
21-05-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

სკოლის მოსწავლეებმა - ავთანდილ ჩანდიშვილმა (IX კლასი) და დავით კილაძემ (VIII კლასი) თბილისში გამართულ რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის ძალოსნობის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს. მოსწავლეებმა ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს. 

სკოლაში მოსწავლეებს დამსახურებულ გამარჯვებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ მათ და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატივრობენ. 

აღსანიშნავია, რომ წაღვლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...