თბილისის N28 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა.
20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მოეწყო გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი, მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს, დირექციასა და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. მათთვის ბავშვობასთან, სკოლასთან და მასწავლებლებთან გამომშვიდობება მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს და გზა დაულოცეს. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული.
„დღეს სკოლაში ემოციური დღე იყო - ჩვენი მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
გილოცავთ სკოლის დასრულებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. გვეამაყებით და გისურვებთ წარმატებულ მომავალს! წინ დიდი გზაა და გჯეროდეთ, თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა დიდ გულშემატკივრებად რჩებიან.
იხილეთ ფოტოები: