თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
16 მაისს, მეათე კლასში ჩატარდა ფიზიკის შემეცნებითი გაკვეთილი თემაზე - „მიმდევრობითი და პარალელური შეერთება“. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ელემენტარული ელექტრული წრედების ტიპების - მიმდევრობითისა და პარალელურის - ძირითადი თავისებურებების გაცნობა როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად.
მოსწავლეებმა მატერიალური რესურსის და ვირტუალური ლაბორატორიის საშუალებით ააწყეს სხვადასხვა სახის წრედები. რამაც გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობას და გაამარტივა სწავლების პროცესის ვიზუალიზაცია.
ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებამ საშუალება მისცა მოსწავლეებს შეემოწმებინათ მიღებული თეორიული ცოდნა სხვადასხვა სიტუაციაში, რის შედეგადაც გაღრმავდა მათი წარმოდგენა ელექტრული წრედების მუშაობის პრინციპებზე.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი გიული ხარხელი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილი წარიმართა ინტერაქტიულ და შემოქმედებით ფორმატში, რაც მოსწავლეებს თემის უკეთ გააზრებაში დაეხმარა.
იხილეთ ფოტო: