მე-12 კლასელთა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება და ემოციური „ბოლო ზარი“ ქუთაისის N5 სკოლაში
21-05-2025

ქუთაისის N5 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა.

მე-12 კლასელები დირექციამ და პედაგოგებმა დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს და მათ წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცა. 

მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები, საუკეთესო ეპიზოდები გააცოცხლეს, თეთრ პერანგებზე ერთმანეთს სურვილები და სამახსოვრო ნახატები დაუტოვეს. პედაგოგებს კი მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული. 

„მზიანი დილა, სიცილი, ცრემლები, უდიდესი ემოცია და მღელვარების ზღვა. ასე შეხვდა სკოლის მე-12 კლასის 22 მოსწავლე 20 მაისს.

ამ დღეს უკანასკნელად დაირეკება მათთვის სკოლის ზარი. ისინი ცხოვრების ახალ საფეხურზე გადადიან... გაბრწყინებულები, გახარებულები და მაინც სევდიანები წინ, მომავლისაკენ იყურებიან, ბევრი ოცნება და მიზანი აქვთ, მაგრამ მიზნები გაცილებით მეტია, ვიდრე ოცნებები და იციან, რომ მიზანი ყოველთვის ამართლებს.... გლოცავთ! იფრინეთ, იხარეთ და იდღეგრძელეთ...“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა დიდი გულშემატკივრებად რჩებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...