„გვჯერა, ვიამაყებთ თქვენით!“ - აკეთის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
21-05-2025

ზაზა ჩხაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა. 

20 მაისს, სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

მოეწყო გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენეს და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ბავშვობასთან, სკოლასთან და საყვარელ პედაგოგებთან გამომშვიდობება მოსწავლეებისთვის მეტად ამაღელვებელი იყო. ემოციებით აღივსნენ პედაგოგებიც, რომელთან მოსწავლეებს წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს და სკოლიდან აღზრდილები დიდი სიყვარულით გააცილეს. დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულთა დიდ გულშეატკივრებად რჩებიან და იმედოვნებენ, რომ მათი წარმატებით კიდევ ერთაერთხელ იმაყებენ. 

აკეთის საჯარო სკოლა ჩვენი სკოლის მე-12 კლასს ულოცავს სკოლის დასრულებას. წარმატებული და ბედნიერი მომავალი გქონოდეთ! გვჯერა, ვიამაყებთ თქვენით!“- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...