20 მაისს საქართველოს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა და მათ წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცა.
იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული. მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა.
მე-12 კლასელებმა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება მოაწყვეს, სადაც სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენეს, საუკეთესო ეპიზოდები კი გააცოცხლეს.
კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ეს დაუვიწყარი დღე ფოტოებზეც აღბეჭდეს.
სკოლაში კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას დიდი სიყვარულით ულოცავენ და იმედოვნებენ, რომ მათი წარმატებით არაერთხელ იამაყებენ.
„კიდევ ერთი ღირსეული თაობა დაემშვიდობა სკოლას. ვულოცავთ ჩვენს ძვირფას კურსდამთავრებულებს სკოლის ღირსეულად დასრულებას. გვჯერა, ბევრჯერ ვიამაყებთ მათი წარმატებებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: