თბილისის საბავშო ბაგა-ბაღი სააგენტო ბაღის მეთოდისტებს გადაამზადებს და ტრენინგებს ჩაუტარებს. აღნიშნული მომსახურეობის მისაღებად სააგენტომ სახელმწიფო ტედერი გამოაცხადა და თანამშრომელთა გადასამზადებლად 39 000 ლარი გამოყო.
ტრენინგები ჩაუტარდებათ ბაღის მეთოდისტებს, რომლებიც ჩართულნი არიან ბავშვის განვითარებასა და გარემოს მოწყობაში.
ერთი ჯგუფისათვის სატრენინგო მომსახურების ხანგრძლივობა უნდა მოიცავდეს: ა) თეორიული კურსი: არანაკლებ 15 სამუშაო დღე, დღეში არანაკლებ 5 საათი; ბ). პრაქტიკული კურსი: არანაკლებ 15 სამუშაო დღე, დღეში არანაკლებ 5 საათი
სატრენინგო მომსახურების მიზანი: ბაღის მეთოდისტებისათვის იმ ცოდნისა და უნარების გადაცემა, რაც უზრუნველყოფს, სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების ეტაპების უკეთ გაგებას, ფიზიკური, ემოციური და კოგნიტიური უნარების გაძლიერებას და მის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას, ბავშვების ადაპტაციის, ქცევისა და მეტყველების გაუმჯობესებას;
ტრენინგ-კურსი მოიცავს, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ, განვითარების ხუთი სფეროს: სოციალურ-ემოციურს; შემეცნებითს, ფიზიკურს, დამოუკიდებლობისა და მეტყველების უნარების გაძლიერებას, რომლის ჩატარება (ტრენინგი), ერთი ჯგუფისათვის უნდა განახორციელოს მინიმუმ 5 კატეგორიის ტრენერმა:
ოკუპაციური თერპევტი, ფიზიკური თერაპევტი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი და მენტორი;
სატრენინგო მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3(სამი) თვის ვადაში. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო „ინდივიდუალური მეწარმეთეკლე კაპანაძემ“ მიიღო.