საზეიმო „ბოლო ზარი“ და მე-12 კლასელთა ემოციური გამოსამშვიდობებელი ღონისძიება დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში
21-05-2025

20 მაისს საქართველოს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები, პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და მშობლიურ სასწავლო გარემოს სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ. 

მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა. 

დღის ბოლოს ახალგაზრდების თეთრი პერანგები მოსწავლე-მასწავლებელთა მისალოცი ტექსტებით, სამახსოვრო წარწერებითა და საუკეთესო სურვილებით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...