20 მაისს საქართველოს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები, საუკეთესო ეპიზოდები გააცოცხლეს, მშობლიურ სასწავლო გარემოსა და საყვარელ პედაგოგებს დაემშვიდობნენ, რომელთაც ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს.
დირექტორმა და პედაგოგებმა კი კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარმატებული და ნათელი მომავალი უსურვეს.
„ნეტავ იცოდეთ როგორი საყვარელი ბავშვები ავაფრინეთ რგანის საჯარო სკოლიდან. ჩემი ლალი, ჭკვიანი, მშრომელი და კეთილშობილი. ჩემი ლიკა, პეპელასავით ნაზი და ლამაზი, გაზაფხულის სოისავით თბილი და ტკბილი. ჩემი თათია, მოხდენილი,ზრდილობიანი, მუდამ ღიმილიანი ასე ძალიან რომ ამშვენებს მას. ჩემი ანანო, საოცრად ლამაზი და მუდამ ფიქრებში ჩაძირული და ბოლოს ჩემი ხვიჩა, ერთადერთი ვაჟი კლასში საოცარი ნიჭით დაჯილდოებული, შარმიანი და ზრდილობიანობით გამორჩეული. წავლენ, გაფრინდებიან დაქალდებიან დავაჟკაცდებიან და ასახელებენ ოჯახს, სკოლას, სოფელს და სამშობლოს თავიანთი კარგი ადამიანობითა და გონიერებით. დამილოცნიხართ ბავშვებო, სიკეთე და სიყვარულით დახუნძლული მომავალი მისურვებია თქვენთვის“,- აღნიშნავს დირექტორიმაია მეგრელი და მოსწავლეთა დიდი გულშემატკივრად რჩება.
იხილეთ ფოტოები: