კასრისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასშტაბური გარემოსდაცვითი აქტივობა მოაწყვეს
21-05-2025

აპრილში, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.

გამორჩეულად აღინიშნა ეს დღეა ახმეტის მუნიციპალტეტის, კასრისწყლის საჯარო სკოლაში: მოეწყო ფილმის - „დედამიწა ჩვენი სახლია“ ჩვენება, რომლის დასრულების შემდგომ მოსწავლეებმა სკოლის ეზოში მარადმწვანე მცენარეები დარგეს.

ბავშვებმა ასევე ისაუბრეს კლიმატის ცვლილებებზე, ბუნების დაცვის გზებზე; გაიაზრეს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს - დედამიწა ჩვენი სახლია, რომელსაც მოვლა-მოფრთხილება სჭირდება!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...