„გავიცნოთ თბილისი“ - სამების საჯარო სკოლის მოსწავლეების შემეცნებით-საგანმანათლებლო გასვლითი აქტივობა
21-05-2025

წალკის მუნიციპალიტეტის, სამების საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.

ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, პედაგოგები ბავშვებს სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო, მათ შორის გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, პროექტის - „გავიცნოთ თბილისი“ - ფარგლებში,  სამების საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს თბილისი.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, პროექტი შედგა საგნის „ჩვენი საქართველოს" მასწავლებლის ხელმძღვანელობით, დამრიგებლისა და სკოლის დირექციის მხარდაჭერით.

„შემეცნებითი ექსკურსია აბანოთუბნიდან დაიწყო. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძველი თბილისის ულამაზესი ადგილები, მოინახულეს სამების საკათედრო ტაძარი, ხოლო დღის ბოლოს მთაწმინდის პარკში გადაინაცვლეს, სადაც დაუვიწყარი დრო გაატარეს.

მოსწავლეებისთვის ეს დღე სავსე იყო შთაბეჭდილებებით, ცოდნითა და დადებითი ემოციებით!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...