ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, გონებრივი, სულიერი და ფიზიკური აღზრდის გზით ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება, სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა წალკის მუნიციპალიტეტის, საბეჭისის საჯარო სკოლის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
გარდა იმისა, რომ სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვების ხელშეწყობას სპორტის მიმართულებით, რაც საბოლოოდ სხავდასხვა აქტივობაში მიღწეულ შედეგებზეც აისახება.
ახლახან საბეჭისის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ, ლევან ხინიკაძემ მიიღო მონაწილეობა თემო ყაზარაშვილის სახელობის ღია რესპუბლიკურ ტურნირში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში
მან ორ - 38 და 41 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.ერთდროულად და ორივე წონაში ტურნირის ჩემპიონი გახდა.
„ვამაყობთ შენით ლევან! - საბეჭისის საჯარო სკოლა ულოცავს ლევან ხინიკაძეს ბრწყინვალე გამარჯვებას და უსურვებს მომავალში წარმატებას. - ეს ერთი და სხვა მრავალი.
დიდი მადლობა მწვრთნელს, ელიზბარ გოგიტიძეს, ადგილობრივ სასპორტო სკოლას და მუნიციპალიტეტს მხარდაჭერისათვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.