თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ერთგვარი კვლევა და მათემატიკის შთამბეჭდავი გაკვეთილი
21-05-2025

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი საგანმანათლებლო თავგადასავალია. პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ

ახლახან, სკოლის მე-5 კლასში (დამრიგებელი ხათუნა ცაგურია,საგნის პედაგოგი ქალბატონი მარინა ბასილაშვილი) მოსწავლეებმა ჩაატარეს ერთგვარი კვლევა. თითონ ადგენდნენ განტოლებებს და შემდეგ ხსნიდნენ. ასევე, ადგენდნენ ამოცანებს, რომლებსაც მათივე შედგენილი განტოლებებით ხსნიდნენ.

გაკვეთილი მეტად შთამბეჭდავად წარიმართა. მას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები - წიგნის ავტორები: პროფესორი გურამ გოგიშვილი, აკადემიური დოქტორი ლამარა ქურჩიშვილი. ასევე მასწავლებლის სახლის ექსპერტი ეკა კორძაძე. სკოლის დირექტორი ნინო ბურჯალიანი და მშობლები.

საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი გამოვიდა და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203