20 მაისს საქართველოს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
სკოლაში „ბოლო ზარის დღესასწაული“ მოეწყო.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, „ბოლო ზარი“ არის ნანატრი და დასამახსოვრებელი მოვლენა, რომელსაც თან ახლავს მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების აღფრთოვანება, სითბოსა და მადლიერების გამომხატველი სიტყვები, კეთილი სურვილები და დაუვიწყარი მომენტები.
სწორედ ასეთი დაუვიწყარი იყო მე-12 კლასელთა ღონისძიება, რომელმაც სკოლაში ამაღელვებელი განწყობა დაატრიალა.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცეს. მე-12 კლასელებმა კი მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
„გისურვებთ ულევ წარმატებას, ძალას, ნებას და მოთმინებას თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, გისურვებთ წარმატებულ მოგზაურობას ძვირფასო კურსდამთავრებულებო“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა დიდი მხარდამჭერებად რჩებიან.
იხილეთ ფოტოები: