მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, დირექცია და პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
ახლახან, მე-4 კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „რა არის სამშობლო“ ფარგლებში მოაწყვეს ერთგვარი ფლეშმობი თემაზე - „რა არის სამშობლოს სიყვარული?“
მე-4 კლასელებმა და „მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა და იმავდროულად, დირექტორმა დავით ნაჭყებიამ, მოსწავლე-მასწავლებლებს გააცნეს თავიანთი შეხედულება, ერთ-ერთი ვერსია სამშობლოს სიყვარულის განმარტების შესახებ.
ამ თვალსაზრისით, სამშობლოს სიყვარული არის 1. ოჯახის წევრების სიყვარული; 2. საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის სიყვარული; 3. ჩვენი კულტურული ფასეულობების პატივისცემა; 4. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა; 5. ქართული ენის სიყვარული; 6. ქართული ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების სიყვარული; 7. ქართული მიწის და ბუნების სიყვარული; 8. საქართველოს ისტორიის სიყვარული; 9. ქრისტიანული რწმენის პატივისცემა და ა.შ.
მოსწავლეებთან ერთად თავიანთი შეხედულებები გამოთქვეს მასწავლებლებმაც. მათ ისაუბრეს საქართველოს ისტორიის ეგზისტენციალურ მონაკვეთებზე, პატრიოტული გრძნობის აღზრდის მნიშვნელობაზე და ა.შ.
იხილეთ ფოტო: