საზეიმოდ აწკრიალებული „ბოლო ზარი“ და მე-12 კლასელთა ემოციური გაცილება არბოშიკის საჯარო სკოლაში
21-05-2025

20 მაისს საქართველოს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

კურსდამთავრებულები მშობლიურ სასწავლო გარემოსა და საყვარელ პედაგოგებს გამოემშვიდობნენ, მათ შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს. 

დირექციამ და პედაგოგებმა კი ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ბედნიერი მომავალი უსურვეს. 

დღის ბოლოს, ახალგაზრდების თეთრი მაისურები მოსწავლე-მასწავლებელთა მისალოცი ტექსტებით, ემოციური მინაწერებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო. 

„2024-2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას, არბოშიკის სკოლის პედაგოგები ვაცილებთ ცხოვრების გზაზე ჩვენს მოსწავლეებს.წარმატებები ჰქონოდეთ მუდამ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდების დიდ გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...